Get All Access for $5/mo

პირველად საქართველოში - SEU ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამებს იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მომავალ მაგისტრებს საქართველოში პირველად სთავაზობს ფინანსური ტექნოლოგიებისა (ფინტექი) და ბიზნესის ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამებს.

ამ მიმართულებით სწავლისა და სპეციალიზაციის შესაძლებლობა სტუდენტებს საქართველოში პირველად ექნებათ. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე მიმართულებით დასაქმების ბაზარზე არსებობს მოთხოვნა, თუმცა კადრები ძალიან დეფიციტურია. სწორედ ამიტომ ეს პროგრამები შანსს აძლევს დაინტერესებულ პირებს, აკადემიური ცოდნა მიიღონ ან გაიღრმავონ ორივე სფეროში.

პროგრამის შექმნაში ჩართულნი არიან ფინანსური ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის სპეციალისტები, ამ სფეროებში დასაქმებული პროფესიონალები. ბიზნესანალიტიკის სამაგისტრო პროგრამას ორი ხელმძღვანელი ჰყავს – დავით კობრავა, TBC ბანკის სისტემური ანალიტიკოსი და მარიამ ჯოხაძე – EPAM Georgia-ს ბიზნესანალიტიკოსი. ფინტექის პროგრამის ხელმძღვანელი კი ერეკლე ზარანდიაა – SEU-ს ასოცირებული პროფესორი.

როგორც Entrepreneur-ს ფინტექის პროგრამის ხელმძღვანელი, ერეკლე ზარანდია უყვება, ფინანსური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას, თუ როგორ იკვეთება ორი სფერო - ფინანსები და ტექნოლოგია.

ფინანსური ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად განვითარდა და გავლენას ახდენს ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ფინანსური სერვისების მიწოდება, წვდომა და მართვა - სწორედ ამიტომ SEU-ში მიაჩნიათ, რომ პროფესიონალების გამოზრდა და მათი აღჭურვა საჭირო ცოდნით ერთდროულად დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმართულების განვითარებაზეც და სპეციალისტების კარიერულ წინსვლაზეც.

ამ სამაგისტრო პროგრამის მთავარი მიზანი არის, მისცეს კურსდამთავრებულებს ცოდნა და უნარები, რომლებიც სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მათ გამორჩეულ პროფესიონალებად აქცევს.

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU- ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მიზნები შემუშავებულია იმისთვის, რომ პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს შეუქმნას გარემო, სადაც ისინი შეძლებენ გაიღრმავონ საფინანსო დისციპლინებით თეორიული ცოდნა, ასევე გაიუმჯობესონ ციფრული და ტექნოლოგიური უნარები, რათა უფრო გამართულად უპასუხონ პრაქტიკაში დასმულ ამოცანებსა და გამოწვევებს. ყოველივე ეს უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების კარგად ინფორმირებულობასა და მომზადებას წარმატებისთვის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებად სფეროში", - ამბობენ SEU-ში.

ერეკლე ამბობს, რომ ფინტექის პროგრამაზე სწავლის შედეგად პროფესიონალს ექნება შესაძლებლობა, მართოს ფინანსური პროცესები, გაანალიზოს ამ ყველაფერში ტექნოლოგიების როლი და შეუწყოს ხელი მათი გამოყენების დანერგვას. მას ექნება შესაბამისი რესურსი, ამ საკითხებზე რისკები თავადვე გააანალიზოს და შეაფასოს გავლენა ფინანსურ ბაზრებზე, ინსტიტუტებსა და სერვისებზე.

კიდევ ერთი სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მომავალ მაგისტრანტებს, ბიზნესის ანალიტიკის მიმართულებაა. პროგრამის ხელმძღვანელების, დავით კობრავასა და მარიამ ჯოხაძის, თქმით, ეს პროგრამა მიზნად ისახავს, აღჭურვოს სტუდენტები ბიზნესპროცესების ანალიზის, პროგრამული უზრუნველყოფის, IT მენეჯმენტისა და პრობლემების გადაჭრის უნარებით. ეს ყველაფერი მომავალ პროფესიონალებს დაეხმარება, შეძლონ ბიზნესის საჭიროებებისთვის საჭირო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პოვნა და თავი დაიმკვიდრონ სწრაფად განვითარებად ბაზარზე გამოწვევების თანამედროვე გადაჭრით.

"რაც ამ პროგრამას უნიკალურს ხდის, არის მისი ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას ბიზნესის ანალიზის პრაქტიკულ უნარებთან. პროგრამა გამოირჩევა ისეთი საგნების ინტეგრირებით, როგორიცაა ბიზნესანალიტიკის ტექნიკები, Agile მეთოდოლოგია, გადაწყვეტილების მოდელირება და არქიტექტურა, Product Ownership-ი და თანამედროვე ბიზნესანალიტიკა", - ამბობს მარიამ ჯოხაძე.

დავით კობრავა გვეუბნება, რომ მომავალი პროფესიონალები პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან ბიზნესპროცესების სისტემურ ანალიზს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ბიზნესის მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და მის შესაბამის მართვას, ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას და ადამიანური თუ ფინანსური რესურსების მენეჯმენტს.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ ის უნარები, რაც საჭიროა ბიზნესმენეჯმენტის ეთიკური პრაქტიკის დანერგვისთვის. განივითარებენ კომუნიკაციის უნარებს და იმუშავებენ სხვადასხვა ბიზნესმოდელის შექმნაზე. საბოლოო ჯამში კი ჩამოყალიბდებიან ლიდერებად, რომელთაც აქვთ მაღალი პროფესიული სტანდარტები და უნარ-ჩვევები.

"სტუდენტები ისარგებლებენ სასწავლო გეგმით, რომელიც აბალანსებს თეორიას პრაქტიკულ გამოცდილებასთან, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათ ეფექტურად გაანალიზონ ბიზნესის საჭიროებები, იმოქმედონ დაინტერესებულ მხარეებთან და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ეს პროგრამა შესაბამისია მათთვის, ვინც ცდილობს გახდეს სტრატეგიული ბიზნესანალიტიკოსი, რომელსაც შეეძლება ეფექტური ნავიგაცია როგორც ბიზნესის, ასევე ტექნოლოგიების დინამიურად ცვალებად გარემოში".

ფინტექის პროგრამა ორწლიანია - ეს ნიშნავს, რომ ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტებმა 4 სემესტრში 120 კრედიტი უნდა დააგროვონ. გარდა სავალდებულოდ გასავლელი საგნებისა, პროგრამის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეარჩიონ მათთვის საინტერესო არჩევითი საგნები და იმ მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა, რაც მათთვის სიანტერესო და პრიორიტეტულია.

ფინტექის პროგრამის სტუდენტები გაივლიან ისეთ საგნებს, როგორებიცაა: ფინანსური ტექნოლოგიები და რეგულირება; ფინანსური მოდელირება; ფინანსური მენეჯმენტი და რისკების შეფასება; ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების განვითარების პერსპექტივები; მონაცემთა ბაზების მართვის თანამედროვე სისტემები; რესურსების დაგეგმვის ERP მოდელები; ბიზნესპროცესების ანალიზი და სხვა.

ასევე, ორწლიანია ბიზნესის ანალიტიკის პროგრამა. ამ შემთხვევაშიც, გარდა სავალდებულო საგნების სწავლისა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მათ საჭიროებებზე მორგებული დისციპლინები შეისწავლონ, მათ შორის: ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნესანალიტიკისათვის; Agile მეთოდოლოგია და ტექნოლოგიები; მონაცემთა, მარკეტინგის, ბიზნესპროცესების, ფინანსური მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი; გადაწყვეტილებისა და სისტემის არქიტექტურა; თანამედროვე ბიზნესანალიტიკა და Product Ownership-ი და სხვა.

ორივე პროგრამას უძღვებიან სფეროში წარმატებული, წამყვანი სპეციალისტები როგორც აკადემიური თვალსაზრისით, ისე მდიდარი სამუშაო გამოცდილებით. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ფინტექისა და ბიზნესის ანალიტიკის პროგრამების სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მაქსიმალურად კომფორტულ და სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და ბაზარზე მოთხოვნად კადრებად.

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს