Get All Access for $5/mo

"თამარის სკოლა" - ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თამარის სკოლა" 2023 წელს დაარსდა. თამარ მკალავიშვილი ამერიკანისტი და სოციალურ მეცნიერებებათა დოქტორია. იგი ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს ფლობს, როგორიცაა CELTA და TYLEC.

მისი მთავარი მიზანი იყო, ინგლისური ენის ხარისხიანი და ეფექტური სწავლების მოდელი დაენერგა. ამისთვის კი პროფესიონალი პედაგოგებისგან გუნდი შექმნა და სკოლა დააარსა.

"ჩემი მთავარი მიზანია, სტუდენტებს დავეხმარო ინგლისური ენის სრულფასოვნად შესწავლაში, იქნება ეს ენის ცოდნის გაუმჯობესება, საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება თუ პროფესიული ინგლისურის დახვეწა. მსურს ისეთი გარემო შევქმნა, სადაც თითოეულ სტუდენტს შეეძლება ინდივიდუალური მხარდაჭერა მიიღოს".

რა იყო თქვენი მთავარი იდეა და მოტივაცია?

როდესაც ვფიქრობდი ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის დაარსებაზე, მთავარი მოტივაცია იყო უდიდესი სურვილი, ჩემი მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება ყველასთვის გამეზიარებია. საკუთარი პროფესიული დაკვირვების შედეგად დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მეთოდებისა და ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება თითოეული სტუდენტის წარმატებისთვის.

მინდოდა, რომ "თამარის სკოლა" ის ადგილი ყოფილიყო, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ სტანდარტულ ცოდნას, არამედ გამორჩეულ და პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებდნენ.

როგორია სწავლების მეთოდი და რით არის გამორჩეული სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან?

"თამარის სკოლაში" სწავლების მეთოდი ინოვაციურ და პრაქტიკულ მიდგომებზეა დაფუძნებული, რაც ჩვენს სტუდენტებს ოთხივე უნარ-ჩვევის - წერის, კითხვის, მოსმენის და საუბრის თანაბრად განვითარებაში ეხმარება. ჩვენი მეთოდი რამდენიმე ძირითადი ასპექტით გამოირჩევა:

  • ინტერაქტიული სწავლება: ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ციფრულ პლატფორმებს ვიყენებთ, რაც საშუალებას გვაძლევს, გაკვეთილები უფრო დინამიკური და ჩართულობითი გავხადოთ. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ დისკუსიებში, თამაშებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში.
  • ინდივიდუალური მიდგომა: თითოეული სტუდენტის უნარები და საჭიროებები განსხვავებულია. ამიტომ ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, სწავლების ეფექტურობა მაქსიმალურად გავზარდოთ და სტუდენტების პროგრესს ხელი შევუწყოთ.
  • ჩვენ ვცდილობთ, სტუდენტები მაქსიმალურად ჩავრთოთ ინგლისურენოვან გარემოში, რაც მათ ენის ბუნებრივად და თავისუფლად გამოყენებაში ეხმარება. გაკვეთილები მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
  • მრავალფეროვანი სწავლების მასალები: ჩვენ სხვადასხვა ტიპის მასალებს ვიყენებთ, მათ შორის ვიდეოებს, აუდიოჩანაწერებს, სტატიებსა და რეალურ დიალოგებს, რაც სტუდენტებს ენის მრავალმხრივ გამოყენებასა და მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში ეხმარება.

რა ფორმატში ეწყობა სემინარები, როგორ უნდა მოიძიოს ინფორმაცია დაინტერესებულმა პირმა და როგორ უნდა მოგმართოთ?

"თამარის სკოლაში" ჯგუფური სემინარები მიმდინარეობს. ინფორმაცია კურსების და რეგისტრაციის შესახებ შეგიძლიათ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე მოიძიოთ.

ტარდება თუ არა წინასწარი ტესტირება სტუდენტებისთვის, რაც მათი ცოდნის დონეს განსაზღვრავს და როგორ ურჩევთ მათ სასწავლო პროგრამებს?

დიახ, "თამარის სკოლაში" სტუდენტებისთვის წინასწარი ტესტირება ტარდება, რათა მათი ცოდნის დონე დავადგინოთ და შესაბამისი სასწავლო პროგრამა შევურჩიოთ.

ტესტირების შედეგების საფუძველზე, ჩვენი პედაგოგები სტუდენტებთან ინდივიდუალურ კონსულტაციას ატარებენ. ამ დროს ტესტის შედეგებს განვიხილავთ და რეკომენდაციებს გავცემთ, შესაბამისი კურსებისა და პროგრამების არჩევის შესახებ.

თითოეული სტუდენტის დონესა და საჭიროებებზე დაყრდნობით, ჩვენ მათ კონკრეტულ პროგრამას ვურჩევთ. იქნება ეს დამწყები, საშუალო თუ მაღალი დონის კურსი. ასევე, სპეციალიზებულ კურსებს ვთავაზობთ, როგორიცაა ბიზნესინგლისური, მოსამზადებელი კურსები გამოცდებისთვის (მაგალითად, IELTS ან TOEFL), ან კომუნიკაციის უნარების განვითარება.

რა პერიოდს მოიცავს სასწავლო კურსი და გაიცემა თუ არა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი?

"თამარის სკოლაში" სასწავლო კურსების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კურსის ტიპსა და სტუდენტის საჭიროებებზე. ჩვენი კურსები სხვადასხვა პერიოდს მოიცავს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მათთვის შესაფერისი ინტენსივობის და ხანგრძლივობის პროგრამა აირჩიონ.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტს ენიჭება კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატზე მითითებულია სტუდენტის მიღწეული დონე, კურსის ტიპი და ხანგრძლივობა.

თქვენი გუნდის შესახებაც რომ გვესაუბროთ, რამდენად კვალიფიციური კადრები ასწავლიან სტუდენტებს?

ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგებისგან, რომლებიც მთლიანად ორიენტირებულნი არიან სტუდენტების წარმატებაზე. "თამარის სკოლაში" მომუშავე პედაგოგები ფლობენ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა CELTA; TYLEC.

როგორია თქვენი სილაბუსი, რა ტიპის გამოცდები და ტესტირებები ტარდება?

"თამარის სკოლაში" ჩვენი სილაბუსი შემუშავებულია ისე, რომ სტუდენტებს ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მისცეს ცოდნა, რაც მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

სილაბუსის ძირითადი ასპექტები:

გრამატიკა: ყოველი დონე გრამატიკის შესაბამის მოდულებს მოიცავს, რომლებიც ეტაპობრივად უფრო კომპლექსური ხდება. სტუდენტები ენის სტრუქტურას სწავლობენ, რაც მათ წინადადებების სწორად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ლექსიკა: სტუდენტებს სხვადასხვა თემატურ მოდულებს ვთავაზობთ, რომლებიც ყოველდღიურ და სპეციალიზებულ ლექსიკას მოიცავს. სილაბუსში ლექსიკური სავარჯიშოებიც შედის, რომლებიც სტუდენტებს ახალი სიტყვების კონტექსტის შესაბამისად გამოყენებაში ეხმარება.

მოსმენის უნარები: სილაბუსში განსაკუთრებული ყურადღება მოსმენის უნარების განვითარებას ექცევა. სტუდენტები სხვადასხვა აუდიომასალით მუშაობენ, როგორიცაა დიალოგები, ინტერვიუები და ლექციები, რაც მათ რეალური საუბრის უკეთ გაგებაში ეხმარება.

საუბრის უნარები: ჩვენი სილაბუსი საუბრის უნარების განვითარების სპეციალურ მოდულებს მოიცავს. სტუდენტები აქტიურად ჩართულნი არიან დისკუსიებში, როლურ თამაშებსა და პრეზენტაციებში, რაც მათ თავისუფლად და თავდაჯერებულად საუბარში ეხმარება.

წერის უნარები: სტუდენტები სხვადასხვა ტიპის წერით დავალებებს ასრულებენ, დაწყებული მოკლე ესეებიდან და წერილებიდან, დამთავრებული ოფიციალური დოკუმენტებით.

ქვიზები: ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტები ტესტირებას გადიან, რომელიც მათ ცოდნას კონკრეტული თემის შესახებ ამოწმებს. ეს ტესტები პედაგოგებსა და სტუდენტებს ეხმარება, პროგრესს მონიტორინგი გაუწიონ.

შუალედური გამოცდები: თითოეული კურსის შუაში შუალედური გამოცდა ტარდება, რომელიც ყველა იმ მასალას მოიცავს, რაც მანამდე იქნა შესწავლილი. ეს გამოცდა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები დაინახონ.

დასკვნითი გამოცდები: კურსის ბოლოს კომპლექსური გამოცდა ტარდება, რომელიც ყველა გავლილ თემას მოიცავს. გამოცდის შედეგები განსაზღვრავს, სტუდენტმა წარმატებით გაიარა თუ არა კურსი და მზად არის თუ არა შემდეგი დონისთვის.

რას გეგმავთ სამომავლოდ და გაქვთ თუ არა ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან?

"თამარის სკოლა" მომავალში აპირებს, თავისი საქმიანობის სფერო გააფართოოს და სტუდენტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები შესთავაზოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასავითარებლად. ეს ურთიერთობები საშუალებას გვაძლევს, ჩვენს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო სერტიფიკატები შევთავაზოთ.

მოლაპარაკებებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან უკვე ვაწარმოებთ, რათა ჩვენს სტუდენტებს გლობალურ დონეზე უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ.

"თამარის სკოლის" მისამართი: ანა პოლიტოვსკაია #2ბ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია