Get All Access for $5/mo

10-ზე მეტი დეველოპერული პროექტი, ტურიზმის პოპულარიზაცია და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ბაკურიანში - კრისტალ ჯგუფი 16 წლისაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო დეველოპერული კომპანია, კრისტალ ჯგუფი 16 წლისაა.

დაბადების დღეს კრისტალ ჯგუფი აქციით ხვდება და მომხმარებლებს არსებულ პროექტებში 7%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

2009 წლიდან დღემდე ამ გუნდმა ბაკურიანში განახორციელა 10-ზე მეტი უმაღლესი დონის დეველოპერული პროექტი, ხელი შეუწყო დაბაში ტურიზმისა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

კრისტალ ჯგუფი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ბაკურიანში ოთხსეზონიანი საკურორტო ზონის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა. თუკი აქამდე ბაკურიანი ზამთრის კურორტად მიიჩნეოდა, კრისტალის საკურორტო ზონა დამსვენებლებსა და კერძო საკუთრების მფლობელებს საშუალებას აძლევს, წელიწადის ნებისმიერ დროს მიიღონ მაქსიმუმი ბუნებაში ყოფნისა და ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენებისგან.

კრისტალის მიერ ბაკურიანში განხორციელებული პირველი პროექტი სასტუმრო იყო. თუმცა, მომხმარებლებისგან წამოსული დადებითი შეფასებისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო, კრისტალ ჯგუფმა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა.

სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი დამსვენებლებისთვის სანდო ბრენდს, კრისტალის საკურორტო ზონას ბაკურიანში. კომპანია სტუმრებს სთავაზობს ყველა იმ მომსახურებას ერთ ზონაში, რაც მთაში დასვენების მსურველს შეიძლება აინტერესებდეს: აქ ვიზიტორებისთვის მოწყობილია ორი საბაგირო ხაზი, სასრიალო ტრასები, ყინულის მოედანი, სპორტჰოლი, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რეკრეაციული სივრცე კრისტალ პარკი და ტოპოგანი (მთის ციგა).

დამსვენებელს ამავე ზონაში დახვდება კაფე-რესტორნები ქართული და ევროპული სამზარეულოთი, რაც დამატებითი კომფორტია კრისტალის საკურორტო ზონაში მცხოვრებთათვის.

გარდა გარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კრისტალის სასტუმროები და აპარტამენტებიც აღჭურვილია და გათვლილია იმაზე, რომ დამსვენებელმა უმაღლესი ხარისხის სერვისი კრისტალის ზონის დატოვების გარეშე მიიღოს: რესტორნები და ლობები, საცურაო აუზები, სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, უსაფრთხოების უმაღლესი დონე, პრემიუმ კლასის ლიფტები და სამშენებლო მასალა.

სწორედ შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნება განაპირობებს იმას, რომ კრისტალის საკურორტო ზონა დამსვენებელთათვის ნებისმიერ დროს პრიორიტეტული არჩევანია.

მართალია, მსგავსი დაგეგმარება და სერვისების სიმრავლე დამსვენებელს ნებისმიერ სეზონზე იზიდავს, თუმცა ეს ყველაფერი არაა. კრისტალის საკურორტო ზონა, თავისი კონცეფციით, ბაკურიანის განვითარებასაც უწყობს ხელს.

ერთი მხრივ, კრისტალ ჯგუფის პროექტები ავითარებს ინფრასტრუქტურას და ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის დაბას. მეორე მხრივ კი ოთხსეზონიანი ტურიზმის ხელშეწყობით ბიძგსა და მოტივაციას აძლევს ბაკურიანში მომუშავე სხვა კომპანიებსაც, არ კონცენტრირდნენ მხოლოდ ზამთრის სეზონზე.

რაც მთავარია, კომპანია წლიდან წლამდე დამსვენებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მაგალითად, 2024 წლის საზაფხულო სეზონისთვის კრისტალ ჯგუფმა დამსვენებლებს 1500 მეტრი სიგრძის ტოპოგანი, იგივე მთის ციგა, დაახვედრა, რომელიც მეორე საბაგიროს ზედა სადგურზე, ზღვის დონიდან 2369 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

მნიშვნელოვანია საბაგიროების დაპროექტების კონცეფციაც. კრისტალის ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანია ბაკურიანის ყველა საბაგირო დააკავშიროს ერთმანეთს.

ამ მიზნით კომპანიამ განაახლა ტატრაპომას სათხილამურო ტრასა. დაგრძელდა და დაკავშირდა კრისტალისა და მიტარბის საბაგიროები, რისი საშუალებითაც მარტივად მოხვდებით როგორც კოხტაზე, ისე ტატრასა და მიტარბის სასრიალო ტრასებზე.

გარდა ამისა, 2023 წელს ოფიციალურად გაიხსნა "კრისტალის" საბაგიროს მეორე ხაზიც, რომელიც პირველი საბაგიროს ზედა სადგურიდან იწყება და 2302 მეტრ სიმაღლეზე აჰყავს მოთხილამურეები.

16-წლიანი მუშაობის შემდეგ კრისტალ ჯგუფის მიერ ბაკურიანში განხორციელებული დეველოპერული პროექტების სია საკმაოდ გრძელია. ამ დროის განმავლობაში აშენდა: კრისტალ რეზიდენსი, კრისტალ ვუდი, კრისტალ რეზორტი (A, B და C ბლოკები), კრისტალ ლოფტი(ასევე A, B და C ბლოკები).

ამჟამად მიმდინარეობს პარკ ჰოტელის მშენებლობა, რომელიც პრემიუმ კლასის სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. მისი მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში დასრულდება, ხოლო გარემონტებული და ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილითა და სასტუმროს ყველა აქსესუარით გაწყობილი აპარტამენტები 2026 წლის ივნისში ჩაჰბარდება მფლობელებს.

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?