Get All Access for $5/mo

ბარბარა კორკორანი სვამს ამ 3 შეკითხვას ახალი თანამშრომლის დასაქმებამდე, რაც წარმატებული ლიდერობის მაგალითისკენ მიგვითითებს

By Emily Rella

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Corcoran Group-ის დამფუძნებელმა და Shark Tank-ის ვარსკვლავმა, ბარბარა კორკორანმა იცის, როგორ მართოს საპასუხისმგებლო ბიზნესი და ასევე, როდის დათმოს კონტროლი.

75 წლის უძრავი ქონების სპეციალისტმა და მეწარმემ ოთხშაბათს სოციალური ქსელის, ინსტაგრამის მეშვეობით გააზიარა ახალი თანამშრომლების დასაქმებისა და მართვის პროცესის რჩევები.

უპირველეს ყოვლისა, კორკორანმა ხაზი გაუსვა პიროვნულ თვისებას, როგორიც არის შინაგანი "კონტროლის მოყვარულობა", რადგან ეს პროფესიის დიდი ნაწილია.

"ვინც კარგი მმართველია, არის კონტროლის მოყვარული. ეს, უბრალოდ, პროფესიის ნაწილია და კონტროლის მოყვარულებს ძალიან უჭირთ დელეგირება, - განმარტა კორკორანმა, - ისინი რთულად თმობენ საქმეს, რომელიც მათ სრულყოფილად გამოსდით".

კორკორანი ამბობს, რომ თქვენი ბიზნესის გასანვითარებლად მნიშვნელოვანია მოძებნოთ ადამიანი, რომელიც შეძლებს თქვენსავით სრულყოფილად შეასრულოს საქმის 80%. თუ იპოვით კანდიდატს, ვინც ამას შეძლებს, ჩადეთ მასში ინვესტიცია, რათა "შექმნათ თქვენი ბიზნესი და განავითაროთ".

კორკორანმა განაცხადა, რომ ის თანამშრომლის დასაქმებამდე სამი შეკითხვისგან შემდგარ ტესტს ასრულებს, რის შედეგადაც ძლიერ თანამშრომელთა გუნდს ქმნის.

"საკუთარ თავს ვეკითხები, ბედნიერები არიან? გულმოდგინედ მუშაობენ? არიან ნიჭიერები? თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ სამ კითხვას, ვასაქმებ და ვაძლევ დავალებებს, რომლებიც აღემატება მათი ანაზღაურებისა და ცოდნის დონეს. ამ ხერხით ისინი მაჩვენებენ თავიანთ პროფესიულ ზრდას და, შეასაბიმად, ვანვითარებთ ნიჭს".

"ეს არ არის მხოლოდ დელეგირების საკითხი, არამედ არის ნიჭის განვითარების პროცესი და შემდგომ ნიჭიერ თანამშრომლებზე დელეგირება", - დაამატა მან.

კორკორანის ქონების ღირებულება დაახლოებით 400 მილიონ დოლარს აღწევს.

თარგმანი: ანა მანდეკი

Emily Rella

Senior News Writer

Emily Rella is a Senior News Writer at Entrepreneur.com. Previously, she was an editor at Verizon Media. Her coverage spans features, business, lifestyle, tech, entertainment, and lifestyle. She is a 2015 graduate of Boston College and a Ridgefield, CT native. Find her on Twitter at @EmilyKRella.
Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?