Get All Access for $5/mo

თამუ რობინსონის ანტერპრენერული კონტინუუმი: კულინარიული მწვერვალებიდან თანამედროვე ტექნოლოგიებამდე და მათ მიღმა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებული ათწლეულების შემდგომ, თამუ რობინსონი ოჯახთან ერთად 2018 წელს საქართველოში დაბრუნდა და ციფრული სერვისების კომპანია − Georgia Tech Tbilisi დააარსა. კომპანია, ერთი მხრივ, ევროპელ პარტნიორებს უმაღლესი ციფრული პროდუქტების მიღებაში ეხმარება, ხოლო მეორე მხრივ, ქართველი ტალანტების დასაქმებას უწყობს ხელს.

როგორც თამუ აღნიშნავს, Georgia Tech Tbilisi-ის იდეა ბაზარზე არსებული საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. ამ იდეის რეალობად ქცევა კი კადრების დეფიციტის გამო განსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვდა.

"როდესაც Georgia Tech Tbilisi დავაარსეთ, ტექნოლოგიების სფეროში დასაქმების სურვილი მზარდი იყო, თუმცა არ იყო საკმარისი ცოდნა და გამოცდილებები იმ უმაღლესი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უნდა შეგვეთავაზებინა. გადავწყვიტეთ შანსი მიგვეცა მოტივირებულ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მზად იყვნენ პროფესიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად და უზრუნველვყავით მათი პროფესიული განვითარება. აღსანიშნავია, რომ დღეს ბევრი მათგანი ჩვენს კომპანიაში საკმაოდ წარმატებული პროფესიონალები არიან", − აღნიშნავს თამუ რობინსონი.

როგორც Georgia Tech Tbilisi-ის დამფუძნებელი გვიზიარებს, ტექნოლოგიურ სფეროში ბიზნესის დაწყება დიდი გამოწვევა იყო, მიუხედავად მისი ანტრეპრენერული გამოცდილებისა სხვადასხვა სფეროში.

თამუ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, საკუთარ რესტორანსა და ქეითერინგის კომპანიას მართავდა, თანაც საკმაოდ წარმატებით. საქართველოში დაბრუნებისთანავე ბევრი ფიქრობდა, რომ იგი სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელებდა საქმიანობას ამერიკაში მიღებული გამოცდილებებით, თუმცა ახალი გამოწვევების სურვილმა საბოლოოდ ტექნოლოგიების სფერომდე მიიყვანა.

თამუ რობინსონის თქმით, პროფესიულ ასპარეზზე გენდერული ნიშნით მართული პროცესები კვლავ არსებობს, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. მას მიაჩნია, რომ საკუთარი უნარების მტკიცების პროცესში თვითგანვითარების ტემპი ფერხდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ორიენტირი მიზნისკენ სწრაფვასა და საქმის მთელი გულით შესრულებაზე გაკეთდეს.

"ანტრეპრენერობამ მასწავლა, თუ როგორ უნდა გამომემუშავებინა გამძლეობა, შეეხედა გამოწვევებისთვის არა როგორც პრობლემებისთვის, არამედ შესაძლებლობებისთვის პროფესიული სრულყოფის გზაზე. დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ, უპირველესად ენდონ საკუთარ ინტუიციას, ყურადღება დაუთმონ საჭირო კონტაქტების დამყარებას და არასდროს უგულებელყონ საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელობა. მათი უნარებისა თუ ნიჭის განვითარებას და მიზნისკენ გულმოდგინედ სწრაფვას შეუძლია წარმატებული კარიერული გზის გაკვალვა", − აღნიშნავს იგი.

გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიების სფეროში ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება, მნიშვნელოვანია ადაპტაციის უნარი. გასულ წელს Georgia Tech Tbilisi-ის გეგმა სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება იყო, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. სამომავლოდ კომპანია გაფართოებასა და საინტერესო პროექტების განხორციელებას აპირებს.

"ვამაყობ, რომ ამ ეტაპზე კომპანია ფუნქციონირებს გამორჩეულად კარგი გუნდით, ყველა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

უშუალოდ მე მომდევნო წლებში ახალი მიმართულების მნიშვნელოვან პროექტს ვგეგმავ, რაზეც პარალელურად ვმუშაობ. მსურს საკუთარი საქმიანობით მთავარი შეტყობინება მივიტანო ანტრეპრენერებამდე და დავამსხვრიო სტერეოტიპი, ათეული წლების ერთ სფეროში გატარების აუცილებლობის შესახებ. 21-ე საუკუნეში მისაღებია არ გვქონდეს ერთი კონკრეტული პროფესიისადმი მიკუთვნებულობა, არამედ ვცადოთ და წარმატებას მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ, თითქოს ერთი შეხედვით არამომიჯნავე პროფესიებში", − აღნიშნავს იგი.

თამუს გადასახედიდან ცხოვრება უნიკალური შანსია, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ. მისი მთავარი შთაგონების წყარო შვილები არიან: "მინდა ჩემი შვილები მრავალმხრივს და წარმატებულს მხედავდნენ, მსურს მათთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო", − ამბობს თამუ Entrepreneur-თან საუბრისას.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?